გვინდა გაცნობოთ, რომ Street Gallery-სთან პარტნიორობით, თეატრში იხსნება საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, NFT, AR და ფიზიკური ინსტალაციები.
Street Gallery-სთან ჩვენი კოლაბორაცია არის სიახლე და ექსპერიმენტი, რომელიც დააკავშირებს ორ განსხვავებულ სახელოვნებო სივრცეს და თეატრში მოსულ სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას შესთავაზებს.
Street Gallery არის მოძრაობა, რომელიც უპირისპირდება გალერეის ტრადიციულ კონცეფციას და ქმნის ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. გალერეა ქმნის საგამოფენო ლოკაციებს ღია სივრცეებსა და ქუჩებში, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
პირველი გამოფენა გაიხსნება BIIMO’s ნამუშევრებით NFT PILLS, Forgotten Artist & Hybrid.