top of page

თეატრალური სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა - ტური გრძელდება !

  • web51858
  • Apr 3
  • 1 min read

თეატრის ამბავი  არის 1 საათიანი მოგზაურობაა თეატრში ბავშვებისათვის 6-დან 11 წლამდე.   მოგზაურობისას  ბავშვები გაიგებენ თეატრის შესახებ ყველაფერს -  რა ხდება თეატრში, როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცემის მიღმა?  რა ტექნიკაა თეატრში და რისთვისაა საჭირო ? როგორია თეატრის სახვითი ენა ? როგორ ვღებულობთ მაყურებელს და რატომ ეძახიან თეატრს ჯადოსნურ სამყაროს ?

სცენის მტვერსაც შეიქუნთქავენ, პარიკებსაც მოიზომავენ და ეცოდინებათ კულისები ისე, როგორც არ იციან მათ, ვინც ამ ტურზე ნამყოფი არაა !

 

რას მოიცავს მოგზაურობა:

თეატრის ფოიე - როგორია და  ხდება თეატრის ფოიეში; 

კულისები - როგორია  კულისები (გრიმი, კოსტიუმების ოთახი, სამსახიობო საგრიმიეროები; 

სცენა - როგორია, რა ხდება სცენის გარშემო, როგორია მაყურებელთა დარბაზი; რატომაა ასეთი; 

თეატრის აპარატურა - რა გვჭირდება მუსიკისათვის, განათებისათვის; 

მთავარი -  რეპეტიციაც თუ დაემთხვა -  ეს დამატებითი ბონუსიც გამოგვივა !


ტურის თარიღები:

14, 15, 16, 17 აპრილი  13 საათზე ;

22, 23, 24, 25 აპრილი 13 საათზე

 

ტურის ღირებულება: 25 ლარი 1 ბავშვი


ჯგუფური დაჯავშნისათვის, მოგვწერეთ აქ ან მეილზე: info@theatrefactory42.ge 




bottom of page