თეატრალური სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა - ტური გრძელდება !
სამ, 28 მაი
|T'bilisi
დრო და ლოკაცია
28 მაი. 2024, 13:00 – 14:00
T'bilisi, 114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisi 1086, Georgia
სპექტაკლის შესახებ
28, 30 და 31 მაისი 13:00 საათზე თეატრალური სახელოსნო 42 გეპატიჟებათ მასტერკლაზე „თეატრის ამბავი“ - ბავშვებისათვის!
თეატრის ამბავი არის 1 საათიანი მოგზაურობაა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 წლამდე ან 9-11 წლისებისათვის. მოგზაურობისას ბავშვები გაიგებენ თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცემის მიღმა? რა ტექნიკაა თეატრში და რისთვისაა საჭირო ? როგორია თეატრის სახვითი ენა ? როგორ ვღებულობთ მაყურებელს და რატომ ეძახიან თეატრს ჯადოსნურ სამყაროს ?
სცენის მტვერსაც შეისუნთქავენ, პარიკებსაც მოიზომავენ და ეცოდინებათ კულისები ისე, როგორც არ იციან მათ, ვინც ამ ტურზე ნამყოფი არაა !
რას მოიცავს მოგზაურობა:
მისალმება , ფოიეს დათვალიერება და მოკლე განმარტება - რა ხდება თეატრის ფოიეში;
კულისები - რა ხდება კულისებში, როგორია კულისები (გრიმი, კოსტიუმების ოთახი, სამსახიობო საგრიმიეროები;
სცენა - როგორია, რა ხდება სცენის გარშემო, როგორია მაყურებელთა დარბაზი; რატომაა ასეთი;
თეატრის აპარატურა - რა გვჭირდება მუსიკისათვის, განათებისათვის;
მთავარი - რეპეტიციაც თუ დაემთხვა - ეს დამატებითი ბონუსიც გამოგვივა !
28, 30 და 31 მაისის ტური განსაზღვრულია 9-11 წლის ბავშვებისათვის.
დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი
TKT.GE ან BILETEBI.GE -ზე;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოგზაურობაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ჯგუფი არ აღემატება 16 ბავშვს.
ბილეთის ფასი: 25 ლარი