top of page

თეატრალური სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა - ტური გრძელდება !

სამ, 28 მაი

|

T'bilisi

თეატრალური სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის  - მოგზაურობა კულისებს მიღმა - ტური გრძელდება !
თეატრალური სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის  - მოგზაურობა კულისებს მიღმა - ტური გრძელდება !

დრო და ლოკაცია

28 მაი. 2024, 13:00 – 13:05

T'bilisi, 114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisi 1086, Georgia

სპექტაკლის შესახებ

28, 30 და 31 მაისი   13:00 საათზე თეატრალური სახელოსნო 42 გეპატიჟებათ მასტერკლაზე „თეატრის ამბავი“  - ბავშვებისათვის!

თეატრის ამბავი არის 1 საათიანი მოგზაურობაა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 წლამდე ან 9-11 წლისებისათვის. მოგზაურობისას ბავშვები გაიგებენ თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცემის მიღმა?  რა ტექნიკაა თეატრში და რისთვისაა საჭირო ? როგორია თეატრის სახვითი ენა ? როგორ ვღებულობთ მაყურებელს და რატომ ეძახიან თეატრს ჯადოსნურ სამყაროს ?

სცენის მტვერსაც შეისუნთქავენ, პარიკებსაც მოიზომავენ და ეცოდინებათ კულისები ისე, როგორც არ იციან მათ, ვინც ამ ტურზე ნამყოფი არაა !

რას მოიცავს მოგზაურობა:

მისალმება , ფოიეს დათვალიერება და მოკლე განმარტება - რა ხდება თეატრის ფოიეში;

კულისები - რა ხდება კულისებში, როგორია კულისები (გრიმი, კოსტიუმების ოთახი, სამსახიობო საგრიმიეროები;

სცენა - როგორია, რა ხდება სცენის გარშემო, როგორია მაყურებელთა დარბაზი; რატომაა ასეთი;

თეატრის აპარატურა - რა გვჭირდება მუსიკისათვის, განათებისათვის;

მთავარი - რეპეტიციაც თუ დაემთხვა - ეს დამატებითი ბონუსიც გამოგვივა !

28, 30 და 31 მაისის  ტური განსაზღვრულია 9-11  წლის ბავშვებისათვის.

 

დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ  შეიძინოთ ბილეთი

TKT.GE ან BILETEBI.GE -ზე;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოგზაურობაში  მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია  და ჯგუფი არ აღემატება 16 ბავშვს.

ბილეთის ფასი: 25 ლარი

გაზიარება

og-image.png

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებ - გვერდებს:

416402045_3755612828096984_1341041236465699107_n.jpg
bottom of page