კარმენი (Shadows of the Dark Web)
პარ, 26 ივლ
|T'bilisi
დრო და ლოკაცია
26 ივლ. 2024, 20:00 – 21:30
T'bilisi, 114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisi 1086, Georgia
სპექტაკლის შესახებ
მაგისტრატურის სტუდენტის გიორგი ტიელიძეს სადიპლომო ნამუშევარი.
დრამის რეჟისურის ფაკულტეტი | ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან წულაძე.
პრემიერა
კარმენი (Shadows of the Dark Web)
რეჟისორი: გიორგი ტიელიძე
ინსცენირების ავტორი: ანა გოგიშვილი
მხატვარი: ანანო ლიპარტელიანი
ტექნიკური რეჟისორი: ბაჩი ჟულაკაშვილი
ქორეოგრაფი: ლუკა ჯეჯეია, გიორგი ტიელიძე
ვიზუალური ეფექტები: ცოტნე ტიელიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
კარმენი - ნინი ნოზაძე
ხოსე - დავით გურგენაძე
ცუნიგა - გუგა ქაცარავა
მიქაელა - სოფია სებისკვერაძე
კლიენტი - ლევან ჩერქეზია
გოგონა - ანი ზარქუა
ლუკასი - რაჟდენ ლაღაძე
ოფისის თანამშრომლები - ანასტასია გორგასლიძე, ირიკო აბულაძე, ელენე გიგინეიშვილი, ანასტასია თინიკაშვილი, მარიამ კაპანაძე, ლიკა დვალი, სესილი ფუტკარაძე, მარიამ მორალიშვილი, მარიამ მითაგვარია.
პოლიციელები - ლუკა ჯეჯეია, ლუკას კანკავა, გიორგი ბეჟანიშვილი.
ფოტოგრაფი: გიორგი სოლომნიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
კარმენი (Shadows of the Dark Web) პროსპერ მერიმესეული მოთხრობის თანამედროვე ინტერპრეტაციაა ქართული თეატრის სცენაზე. Dark Web პატარა, ბნელი, მოუწესრიგებელი, თაღლითობით და დანაშაულებებით სავსე ადგილია. სპექტაკლში მოქმედება ოფისში ხდება. კომპანია “Onion Road” შუამავალ რგოლს წარმოადგენს თაღლითებსა და მომხმარებლებს შორის. კარმენის პერსონაჟები ცხოვრობენ სამყაროში, სადაც მთავარი ფული და ვნებაა. სადაც არ არსებობს მორალური ღირებულებები. პერსონაჟები ვაჭრობენ ნარკოტიკებით, პორნოგრაფიით, ჩაბმულნი არიან თაღლითურ სქემებში.
კარმენის თემა მარადიულია. მარადიულია სიყვარულის ძიების, ეჭვიანობის და დაუძლეველი ვნების პრობლემა. კარმენის პერსონაჟები ერთმანეთთან ტოქსიკური ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი. აქ სიყვარული და სიძულვილი განურჩევლად ერწყმის ერთმანეთს. მარადიულია აკრძალული ხილის გასინჯვის წყურვილი და ის ცვლილებები, რომლებსაც ვნებით შეპყრობილი ადამიანები განიცდიან.
ხანგრძლივობა 90 წუთი
სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიისა და კომპანია „კობი" - ის მხარდაჭერით