ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა!
ხუთ, 04 აპრ
|T'bilisi
დრო და ლოკაცია
04 აპრ. 2024, 14:00 – 15:00
T'bilisi, 114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisi, Georgia
სპექტაკლის შესახებ
აღწერა
თეატრი სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის - „თეატრის ამბავი-კულისებს მიღმა“
თეატრის ამბავი არის 1 საათიანი მოგზაურობა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 და 9-11 წლამდე. „მოგზაურობისას“ ბავშვები მოისმენენ თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ მუშაობს სცენის მიღმა და როგორია თეატრის ყოველდღიური ცხოვრება.
რას მოიცავს მოგზაურობა: მისალმება, ფოიეს დათვალიერება და მოკლე განმარტება - რა ხდება თეატრის ფოიეში; თეატრის ცხოვრების მიმოხლივა, როგორ მზადდება სპექტაკლი, როგორია თეატრის განრიგი; კულისები - რა ხდება კულისებში, როგორია კულისები (გრიმი, კოსტიუმების ოთახი, სამსახიობო საგრიმიეროები; (დათვალიერება პატარა ვიდეო ფილმებით) სცენა - როგორია, რა ხდება სცენის გარშემო, როგორია მაყურებელთა დარბაზი; რატომაა ასეთი;
თეატრის აპარატურა - რა გვჭირდება მუსიკისათვის, განათებისათვის; დათვალიერების დასრულებისას - ბავშვებს შეეძლებათ დაესწრონ რეპეტიციას 10 წუთის განმავლობაში.
განრიგი:
4 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე!
5 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე!
11 აპრილი | ასაკი 6-8 წლამდე!
12 აპრილი | ასაკი 6-8 წლამდე!
15 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე!
16 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე!
17 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე!
დასაწყისი 14:00 საათი.
დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი:
BILETEBI.GE - https://biletebi.ge/theatre-42/teatris-ambavi-theatre-story
TKT.GE - https://tkt.ge/.../bavshvebisatvis-mogzauroba-kulisebs...
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოგზაურობაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ჯგუფი არ აღემატება 20 ბავშვს.
ბილეთის ფასი: 25 ლარი
მისამართი| აკაკი წერეთლის გამზირი | # 114 (Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა) შემოსასვლელი| დავით ბაქრაძის ქუჩა #3
Fb - https://www.facebook.com/TheatreFactory42?mibextid=LQQJ4