ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა!
ხუთ, 21 მარ
|T'bilisi
დრო და ლოკაცია
21 მარ. 2024, 13:00 – 14:00
T'bilisi, 114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisi, Georgia
სპექტაკლის შესახებ
აღწერა
თეატრი სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის - „თეატრის ამბავი-კულისებს მიღმა“ თეატრის ამბავი არის 1 საათიანი მოგზაურობა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 და 9-11 წლამდე. „მოგზაურობისას“ ბავშვები მოისმენენ თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ მუშაობს სცენის მიღმა და როგორია თეატრის ყოველდღიური ცხოვრება. რას მოიცავს მოგზაურობა: მისალმება, ფოიეს დათვალიერება და მოკლე განმარტება - რა ხდება თეატრის ფოიეში; თეატრის ცხოვრების მიმოხლივა, როგორ მზადდება სპექტაკლი, როგორია თეატრის განრიგი; კულისები - რა ხდება კულისებში, როგორია კულისები (გრიმი, კოსტიუმების ოთახი, სამსახიობო საგრიმიეროები; (დათვალიერება პატარა ვიდეო ფილმებით) სცენა - როგორია, რა ხდება სცენის გარშემო, როგორია მაყურებელთა დარბაზი; რატომაა ასეთი; თეატრის აპარატურა - რა გვჭირდება მუსიკისათვის, განათებისათვის; დათვალიერების დასრულებისას - ბავშვებს შეეძლებათ დაესწრონ რეპეტიციას 10 წუთის განმავლობაში. განრიგი: 4 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე! 5 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე! 11 აპრილი | ასაკი 6-8 წლამდე! 12 აპრილი | ასაკი 6-8 წლამდე! 15 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე! 16 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე! 17 აპრილი | ასაკი 9-11 წლამდე! დასაწყისი 14:00 საათი დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი: BILETEBI.GE - https://biletebi.ge/theatre-42/teatris-ambavi-theatre-story TKT.GE - https://tkt.ge/.../bavshvebisatvis-mogzauroba-kulisebs... გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოგზაურობაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ჯგუფი არ აღემატება 20 ბავშვს. ბილეთის ფასი: 25 ლარი მისამართი| აკაკი წერეთლის გამზირი | # 114 (Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა) შემოსასვლელი| დავით ბაქრაძის ქუჩა #3
Fb - https://www.facebook.com/TheatreFactory42?mibextid=LQQJ4 Ins - https://www.instagram.com/theatrefactory42 Threads - https://www.threads.net/@theatrefactory42