ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა!
ხუთ, 14 მარ
|T'bilisi
დრო და ლოკაცია
14 მარ. 2024, 13:00 – 14:00
T'bilisi, 114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisi, Georgia
სპექტაკლის შესახებ
აღწერა
თეატრალური სახელოსნო 42 გეპატიჟებათ საბავშვო მასტერკლაზე „თეატრის ამბავი“
4 მარტი - 13:00 საათზე / ასაკი 6-8 წლამდე!
5 მარტი - 13:00 საათზე / ასაკი 6-8 წლამდე!
6 მარტი - 13:00 საათზე / ასაკი 6-8 წლამდე!
7 მარტი - 13:00 საათზე / ასაკი 9-11 წლამდე!
11 მარტი - 13:00 საათზე / ასაკი 9-11 წლამდე!
14 მარტი - 13:00 საათზე / ასაკი 9-11 წლამდე!
15 მარტი - 13:00 საათზე / ასაკი 9-11 წლამდე!
თეატრის ამბავი არის 1 საათიანი მოგზაურობა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 და 9-11 წლამდე. „მოგზაურობისას“ ბავშვები მოისმენენ თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცემის მიღმა? ბავშვები ასევე მოკლედ გაეცნობიან თეატრის ისტორიას;
რას მოიცავს მოგზაურობა:
მისალმება, ფოიეს დათვალიერება და მოკლე განმარტება - რა ხდება თეატრის ფოიეში;
თეატრის ისტორიის მოკლე მიმოხილვა ვიზუალური იმიჯებით (სლაიდ შოუ )
კულისები - რა ხდება კულისებში, როგორია კულისები (გრიმი, კოსტიუმების ოთახი, სამსახიობო საგრიმიეროები; (დათვალიერება პატარა ვიდეო ფილმებით)
სცენა - როგორია, რა ხდება სცენის გარშემო, როგორია მაყურებელთა დარბაზი; რატომაა ასეთი;
თეატრის აპარატურა - რა გვჭირდება მუსიკისათვის, განათებისათვის;
დათვალიერების დასრულებისას - კვლავ თეატრის შესახებ - შეაფერადე სცენა, შეაფერადე კოსტიუმი, გამოიყენე გრიმი - ბავშვები შეძლებენ თეატრის სხვადასხვა იმიჯის და კოსტიუმების შექმნას;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოგზაურობაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ჯგუფი არ აღემატება 16 ბავშვს.
ბილეთის ფასი: 25 ლარი
მისამართი| აკაკი წერეთლის გამზირი | # 114 (Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა)
შემოსასვლელი| დავით ბაქრაძის ქუჩა #3