top of page

ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა!

ოთხ, 21 თებ

|

T'bilisi

ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა!
ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა!

დრო და ლოკაცია

21 თებ. 2024, 13:00 – 14:00

T'bilisi, 114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisi, Georgia

სპექტაკლის შესახებ

აღწერა

თეატრალური სახელოსნო 42 გეპატიჟებათ საბავშვო მასტერკლაზე „თეატრის ამბავი“

15 თებერვალი - 13:00 საათზე / ასაკი 6-8 წლამდე!

16 თებერვალი - 12:00 საათზე / ასაკი 6-8 წლამდე!

16 თებერვალი - 13:00 საათზე / ასაკი 6-8 წლამდე!

19 თებერვალი - 13:00 საათზე / ასაკი 6-8 წლამდე!

21 თებერვალი - 13:00 საათზე / ასაკი 6-8 წლამდე!

22 თებერვალი - 13:00 საათზე / ასაკი 9-11 წლამდე!

26 თებერვალი - 13:00 საათზე / ასაკი 9-11 წლამდე!

თეატრის ამბავი არის 1 საათიანი მოგზაურობა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 და 9-11 წლამდე. „მოგზაურობისას“ ბავშვები მოისმენენ თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცემის მიღმა? ბავშვები ასევე მოკლედ გაეცნობიან თეატრის ისტორიას;

რას მოიცავს მოგზაურობა:

მისალმება, ფოიეს დათვალიერება და მოკლე განმარტება - რა ხდება თეატრის ფოიეში;

თეატრის ისტორიის მოკლე მიმოხილვა ვიზუალური იმიჯებით (სლაიდ შოუ )

კულისები - რა ხდება კულისებში, როგორია კულისები (გრიმი, კოსტიუმების ოთახი, სამსახიობო საგრიმიეროები; (დათვალიერება პატარა ვიდეო ფილმებით)

სცენა - როგორია, რა ხდება სცენის გარშემო, როგორია მაყურებელთა დარბაზი; რატომაა ასეთი;

თეატრის აპარატურა - რა გვჭირდება მუსიკისათვის, განათებისათვის;

დათვალიერების დასრულებისას - კვლავ თეატრის შესახებ - შეაფერადე სცენა, შეაფერადე კოსტიუმი, გამოიყენე გრიმი - ბავშვები შეძლებენ თეატრის სხვადასხვა იმიჯის და კოსტიუმების შექმნას;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოგზაურობაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ჯგუფი არ აღემატება 16 ბავშვს.

ბილეთის ფასი: 25 ლარი

მისამართი| აკაკი წერეთლის გამზირი | # 114 (Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა)

შემოსასვლელი| დავით ბაქრაძის ქუჩა #3

გაზიარება

og-image.png

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებ - გვერდებს:

416402045_3755612828096984_1341041236465699107_n.jpg
bottom of page