სამხატვრო ხელმძღვანელი
ლევან წულაძე
ლევან წულაძე დღეს ქართული თეატრის ნამდვილ ავანგარდშია და ეს ბევრი ფაქტითა და ნიშნით დასტურდება. დასტურდება ათობით წარმატებული სპექტაკლით, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პრემიებითა და მაყურებლით, რომელიც მის სპექტაკლებს არასოდეს აკლდა.
მან კოლეგა-მეგობრებთან ერთად, XX საუკუნის 90-იან წლებში, თბილისის ცენტრალურ უბნებში - რუსთაველზე, შემდეგ ვაკეში -პირველი დამოუკიდებელი თეატრები „თეატრალური სარდაფები“ შექმნა. 2006 წელს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლად დანიშვნის შემდეგ, ახალი მხატვრული ამოცანების გადაჭრისა და ახალი ფორმების ძიება-დამკვიდრების პარალელურად, უშუალოდ თეატრში კიდევ 2 „თეატრი“ შექნა - „სხვენი“ და „სარდაფი“ და თანამედროვე ქართულ თეატრს კიდევ რამდენიმე ახალი გეზი მისცა - სივრცეების რეპერტუარიც და ფორმაც სწორედ მდებარეობიდან და ფორმატიდან განსაზღვრა.
ძიებების პროცესი (საკუთარი თუ სხვებთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან ერთად) რამდენიმე მიმართულებით გააგრძელა. სხვადასხვა ჟანის, ფორმის, სტილისტიკის სპექტაკლები - სევდიანი კომედიებიდან ტრაგიკომედიამდე, დრამიდან ტრაგედიამდე, შექსპირიდან თომას მანამდე, ბრეხტიდან გოგოლამდე, ჩეხოვიდან ზიუსკინდამდე, პოლიკარპე კაკაბაძიდან ლაშა ბუღაძემდე, შალომ ალეიხემიდან და გურამ ბათიაშვილიდან გოეთემდე და კაფკამდე და სხვა და სხვა - წარმოადგენენ ლევან წულაძეს, როგორც მრავალსახოვან ხელოვანს, რომლისთვისაც შემოქმედებაში წინააღმდგობები არ არსებობს და თუ არსებობს, მათი დაძლევის ბევრი ხერხი და საშუალებაა ცნობილი. და თუ ცნობილი არაა, ახლის გამოგონება შეუძლია.
იშვიათია, როდესაც პიროვნება, მისი თვისებები (და არა, ვთქვათ, პოზიცია, აზროვნება, სათქმელი) ასე ჩანს ნამუშევარებში. ლევან წულაძის ყველა სპექტაკლი ყოველ მორიგ ჯერზე გვაჩვენებს, თუ როგორი ადამიანია ის, როგორ უყვარს ადამიანები, როგორ შეუძლია მათი პრობლემები საკუთარად აქციოს და დაპირდეს, შემდეგ აასრულოს დაპირებები, რომ, მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს იმედი და რაც მოხდა, ვეღარასოდეს დაბრუნდება. მოგცეს რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება
2006 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2002 წელს მეორე ახალი დამოუკიდებელი სივრცე „თეატრალური სარდაფი ვაკეში“
1997 წელს დააარსა პირველი დამოუკიდებელი თეატრი „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“
1982 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი,მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
განხორციელებული დადგმები :
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
რონალდ ჰარვუდი „თეატრის მსახური"
ლევან წულაძე, თემო კუპრავა „ინციდენტი მეტროში"
პიერ ბომარშე „ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე"
ფიოდორ დოსტოევსკი „დანაშაული და სასჯელი" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ლევ ტოლსტოის მიხედვით „კრეიცერის სონატა" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
უილიამ შექსპირი ჰამლეტი" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ლევან წულაძე „სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ჟან კოკტო „წმინდა ურჩხულები" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ლაშა ბუღაძე „ნავიგატორი" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
დავით კლდიაშვილის მიხედვით "ბაკულას ღორები" რეჟისორი და სცენოგრაფი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
შალომ ალეიხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით "BEGALUთ - უცხოობაში" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ანა კოზაკოვა (მიხეილ სებასტიანის მიხედვით) "უსახელო ვარსკვლავი" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ვაცლავ ჰაველი "წასვლა" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ნიკოლოზ გოგოლი "შეშლილის წერილები" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
ლევან წულაძე, ალექსანდრე ელოშვილი "მთვრალი ალუბალი" (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
ჟან–ბატისტ მოლიერი "ტარტიუფი" (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
უილიამ შექსპირი "როგორც გენებოთ"
გურამ ბათიაშვილი "კოტე მარჯანიშვილი" რეჟისორები - ლევან წულაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
მარჯანიშვილის თეატრი, საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფონდი ( NFA International Arts and Culture), დიდი ბრიტანეთი
ლუი დე ბერნიე ”კაპიტან კორელის მანდოლინა” მერკური თეატრი (კოლჩესტერი, დიდი ბრიტანეთი)
კოკი მიტანი ”ჟოლო” რეჟისორი და სცენოგრაფი
ჯოვანი ბოკაჩო ”დეკამერონი” რეჟისორი, ინსცენირების ავტორი და სცენოგრაფი
ალეხანდრო კასონა "ეუხენა ბალბოა" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ავქსენტი ცაგარელი ”ხანუმა” (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ანტონ ჩეხოვი ”ქალი ძაღლით” რეჟისორი და სცენოგრაფი (მარჯანიშვილის თეატრის სხვენი)
არტურ შნიცლერი ”ფერხული” რეჟისორი და სცენოგრაფი (მარჯანიშვილის თეატრის სხვენი)
აკა მორჩილაძე, ლევან წულაძე ”პიგმალიონი” (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
გურამ ქართველიშვილი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
უილიამ შექსპირი"ზაფხულის ღამის სიზმარი" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ვლადიმირ ეროფეევი "დაუსრულებელი სიზმარი" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
საერთაშორისო დადგმები:
2016 - იტალია, ბოლონია, არენა დელ სოლე, სპეკტაკლი "კუ", ლუიჯი პირანდელო
2015 - საბერძნეთი, ათენი, თეატრი ანესის, სპექტაკლი "დანაშაული და სასჯელი", თედორე დოსტოევსკი
2012 - დიდი ბრიტანეთი, ფესტივალი "Gლობე ტო Gლობე", სპექტაკლი "როგორც გენებოთ", უილიამ შექსპირი
2011 - თეატრი მერკური (კოლჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) მარჯანიშვილის თეატრი, საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფონდი ( NFA Iნტერნატიონალ Aრტს ანდ ჩულტურე), დიდი ბრიტანეთი ”კაპიტან კორელის მანდოლინა”, ლუი დე ბერნიე
2011 - მაკედონია, სკოპია, მაკედონიის ნაციონალური თეატრი, სპექტაკლი "ფიგაროს ქორწინება", პიერ ბომარშე
2011 - აზერბაიჯანი, ბაქოს ნაციონალური თეატრი, სპექტაკლი "დონ ჟუანი ან სიყვარულის გეომეტრია", მაქს ფრიში
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
კლოდ მანიე "ოსკარი"
ბერტოლდ ბრეხტი "ბიურგერული ქორწილი"
ნინო ბასილია "ლიფტიორი"
პატრიკ ზიუსკინდი "კაფე როსინი"
ნინო ბასილია "თაგვი"
არტურ შნიცლერი "კაზანოვას დაბრუნება"
ვლადიმერ ნაბოკოვი "ორი ნოველა"
ვლადიმერ ნაბოკოვი "ორი ნოველა"
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე "ფაუსტი"
პაატა მოისწრაფიშვილი "მელოდია ფლეიტისათვის"
ფრანც კაფკა "მეტამორფოზა"
ნიკოლაი გოგოლი "ცხვირი"
ბესო ბარათაშვილი "აკუსტიკა"
ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"
თომას მანი "მარიო და ჯადოქარი"
თეატრალური სარდაფი ვაკეში:
ლევან წულაძე "სხვა მთვარე"
პიერ ბომარშე "ფიგაროს ქორწინება"
რალფ კნიგი "Eთ ჩEთEღA"
ვაჟა-ფშაველა "გველის-მჭამელი"
ავქსენტი ცაგარელი "ხანუმა"
უილიამ შექსპირი "ვენეციელი ვაჭარი"
თეატრალური ინსტიტუტი:
ჭოლა ლომთათიძე "თეთრი ღამე"
ედუარდო დე ფილიპო "აჩრდილები"
ჯერომ სელინჯერი "თამაში ჭვავის ყანაში"
ედუარდო დე ფილიპო "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი"
აკილა კამპანილე "პიეროს სიკვდილი"
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი:
ჩარლზ დიკენსი "საშობაო სიზმარი"
ფედერიკო გარსია ლორკა "სისხლიანი ქორწილი"
გეორგ ბიუჰნერი "ვოიცეკი"
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი:
ანრი მელიაკი და ლუდოვიკ ჰალევი "კარმენი" რეჟისორი (საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი)
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
ვლადიმერ ნაბოკოვი "ემიგრანტები"
ვლადიმერ ნაბოკოვი "ორი ნოველა"
პატარა თეატრი:
ლაშა ბუღაძე "კაპრიჩიო"
ქალაქ რუსთავის მუნიციპალური თეატრი:
მიხეილ ჯავახიშვილი "კვაჭი კვაჭანტირაძე"
პროექტები:
უცნობი "ქვეყანაშია ფერები მუქი" რუსთაველის თეატრი
აჩიკო მეფარიძის სოლო კონცერტი, ფილარმონია
თამუნა ამონაშვილის სოლო კონცერტი, ფილარმონია
ფრიდონ სულაბერიძის იუბილე, ფილარმონია
"ცეკვა ზღაპარში" ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
კინოროლები:
"საფეხური" რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი
"ოტელო" რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი
პრემიები და წოდებები:
2021 წ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია „თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამიშევარი",სპექტაკლისათვის „კრეიცერის სონატა“
2016 წ. ათინორამას პრემია, საბერძნეთი - წლის საუკეთესო რეჟისორი სპექტაკლისათვის, დანაშაული და სასჯელი“ , ანესის თეატრი, ათენი, საბერძნეთი
2015 წ. თეატრალური პრემია "დურუჯი" საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”შეშლილის წერილები"
2014 წ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია "საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" სპექტაკლისათვის „ტარტიუფი“
2013 წ. ბრწყინვალების ორდენი
2011 წ. თეატრალური პრემია ”დურუჯი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”ჟოლო”
2009 წ. თეატრალური პრემია "დურუჯი" საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”ქალი ძაღლით”
2005 წ. "ღირსების ორდენი"
2005 წ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია "საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" – სპექტაკლისათვის "ხანუმა"
სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია სპექტაკლისათვის "ფაუსტი"